"გივი კარტოზიას სახლში ქურდი შეპარულა...ის ბიჭი ლამის უშვილებია და..." - რა ისტორიას იხსენებს სახელოვან სპორტსმენზე ნიკოლოზ წულუკიძე? - კვირის პალიტრა

"გივი კარტოზიას სახლში ქურდი შეპარულა...ის ბიჭი ლამის უშვილებია და..." - რა ისტორიას იხსენებს სახელოვან სპორტსმენზე ნიკოლოზ წულუკიძე?

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე სახელოვან ქართველ მოჭიდავე გივი კარტოზიაზე საინტერესო ისტორიას იხსენებს სოციალურ ქსელში:

"ერთხელ ლეგენდარული მოჭიდავის, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, გივი კარტოზიას სახლში ქურდი შეპარულა. მილიციას მალევე დაუჭერია. დაურეკავთ გივისთვის, განყოფილებაში მობრძანდითო, გივიც მისულა, შეშინებული, პატარა ბიჭი დახვედრია ქურდი. უკითხავს, შვილო, თუ რამე გიჭირდა, სახლში რომ ვიყავი მაშინ რატომ არ მოხვედიო?- დედა მიკვდება და წამლის ფული არ მაქვსო, - უტირია ბიჭს, არც ვიცოდი, ვის სახლში შევიპარეო.გივის წაუყვანია მილიციის განყოფილებიდან ის ბიჭი, სახლში მიჰყოლია, მისი ავადმყოფი დედა უნახავს, სამკურნალო ფული დაუტოვებია ქალბატონის სასთუმალთან, ის ბიჭი ლამის უშვილებია და კაცად უქცევია, გზა გაუკვალავს ცხოვრებისა...ასეთ ზნეობით სავსე ადამიანებზე იდგა საქართველო ოდითგან"- წერს წულუკიძე.

მისთვის უთხოვია, ჩემ მაგივრად აკოცე საქართველოს მიწას, სადაც არასოდეს დამიდგამს ფეხიო - "ცეცხლოვანი გულის კავკასიელის" გამარჯვების ბრძოლა