"მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და ქართველ ხალხის სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო და ხალხი" - კვირის პალიტრა

"მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და ქართველ ხალხის სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო და ხალხი"

15 წელია ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში მისწრაფებებს. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკა, ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არცერთ გარე სუბიექტს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება რომელიმე უფლებამოსილი ქვეყნის მისწრაფებაზე, გახდეს ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, ეს არის პროცესი, რომელსაც ზედამხედველობას ალიანსი უწევს. „ეს იქნება ალიანსის გადაწყვეტილებები. არსებობს მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერმა ასპირანტმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს მანამ, სანამ მისი სრულუფლებიანი წევრობის საკითხი განიხილება,”- აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ საქართველოსთან პარტნიორობას გააგრძელებს მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით და ასევე იმის დასაცავად, რაც რასაც უკვე მიაღწიეს.

„მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და ქართველ ხალხის სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო და ხალხი. წლების განმავლობაში, საქართველოს პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, იყოს ევროპის ნაწილი, რომელიც არის მთლიანი, თავისუფალი და, ვიმედოვნებთ, მშვიდობიანი. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა სჭირდება, მოთმინება სჭირდება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენ თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოვუყავით საქართველოს დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისთვის 6 000 ადამიანი გავაგზავნეთ. ხელი შევუწყეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, ბევრ სხვა ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და მისი მისწრაფებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესებისთვის. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათი მისწრაფებებთან, ამბიციებთან დაკავშირებით და იმის დასაცავად, რისი მიღწევაც მათ შეძლეს,“- აღნიშნა ნედ პრაისმა.

IPN