რუსეთის ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს, საბრძოლო მასალის საცავი იწვის
რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან ახლოს საბრძოლო მასალის საცავი იწვის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება.
„წინასწარი ინფორმაციით, სოფელ სტარაია ნელიდოვკას მახლობლად საბრძოლო მასალის საცავი იწვის. საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის", - განაცხადა გლადკოვმა.
CNN-ის ცნობით, სტარაია ნელიდოვკა მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 10 მილის დაშორებით.
IPN