"დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინელმა სამხედროებმა 9 თავდასხმა მოიგერიეს" - კვირის პალიტრა

"დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინელმა სამხედროებმა 9 თავდასხმა მოიგერიეს"

მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 9 თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„განადგურებულია 9 ტანკი, 11 საარტილერიო სისტემა, 17 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 ერთეული სპეციალური საინჟინრო და 16 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 4 საზენიტო დანადგარი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: Су-25 ტიპის თვითმფრინავი, Ka-52 ტიპის შვეულმფრენი, სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ფრთოსანი რაკეტა.