"აი, მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო…" - კვირის პალიტრა

"აი, მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო…"

კახი კავსაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა... თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"1 წელი გავიდა ჩვენი კახი კავსაძის გარდაცვალებიდან...

ქორწილში 100 ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა - ერთ მშვენიერ დღეს, შენი ცოლი ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა - აი, მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და მეორე უფრო მნიშვნელოვან ეტაპს იწყებო. შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო…

დაუვიწყარი კახი კავსაძე".

photo-1651048672.jpg