საქართველო თავდაცვის გასაძლიერებლად აშშ-სგან 35-მილიონ დოლარს მიიღებს - კვირის პალიტრა

საქართველო თავდაცვის გასაძლიერებლად აშშ-სგან 35-მილიონ დოლარს მიიღებს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, თავ­დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, 35 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­უ­ყოფს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ამე­რი­კის ხმას" წე­რი­ლო­ბით კო­მენ­ტარ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 713 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის პა­კეტს უკ­რა­ი­ნის და 15 მო­კავ­ში­რე და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად გა­მო­ყოფს.

"ამე­რი­კის ხმა" სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის კო­მენ­ტარ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ამ 713 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­დან 322 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა კი ბაკ­ლა­ნე­თი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ზე გა­ნა­წილ­დე­ბა. მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოც.

"სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს $35 მი­ლი­ონს, რა­შიც შე­დის ბრი­გა­დის საბ­რძო­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის კომ­პლექ­ტი, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა, მო­წი­ნა­ვე სა­ვე­ლე არ­ტი­ლე­რი­ის ტაქ­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სის­ტე­მა, მო­ბი­ლუ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და კი­ბერ-თავ­დაც­ვა“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პა­სუხ­ში.