ივანიშვილისა და მისი ნათესავების "დამალული ბიზნესი" რუსეთში - ოფშორები და ბიზნესკავშირები გავლენიან რუს პოლიტიკოსებთან: რა სქემით მოქმედებს ექსპრემიერი? (კვლევა) - კვირის პალიტრა

ივანიშვილისა და მისი ნათესავების "დამალული ბიზნესი" რუსეთში - ოფშორები და ბიზნესკავშირები გავლენიან რუს პოლიტიკოსებთან: რა სქემით მოქმედებს ექსპრემიერი? (კვლევა)

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა" აქ­ვეყ­ნებს კვლე­ვას მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის რუ­სუ­ლი ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­კუ­თა­რი მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში და­ად­გი­ნა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე ეწე­ვა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას და ფლობს რუ­სულ აქ­ტი­ვებს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბას" დას­კვნით, ექ­სპრე­მი­ერ­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 2011 წელს შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ გა­­ას­ხვი­სებ­და ყვე­ლა რუ­სულ აქ­ტივს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბი არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოკ­ვლე­ვით, ივა­ნიშ­ვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მარ­თლაც გა­ყი­და წი­ლე­ბი რუ­სულ ბიზ­ნეს­ში, თუმ­ცა მი­მარ­თა ხრიკს და სა­კუ­თა­რი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა მა­ინც გა­ნაგ­რძო.

"წი­ნამ­დე­ბა­რე კვლე­ვით დად­გინ­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იგი 2012-2019 წლებ­ში სა­კუ­თა­რი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ნი­მუმ 10 რუ­სულ კომ­პა­ნი­ას მა­ინც ფლობ­და, რაც შვი­ლო­ბი­ლი და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის კი­დევ უფრო ფარ­თო ქსე­ლის ნა­წი­ლია. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს იგი­ვე სქე­მით სულ მცი­რე 1 კომ­პა­ნია აქვს რუ­სეთ­ში - შპს "აკვა-სფე­ი­სი“ (ООО Аква-Спейс). ამით დგინ­დე­ბა, რომ მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა." - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ბიზ­ნესს სამი გზით აწარ­მო­ებს:

ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი

ნა­თე­სა­ვე­ბი

წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი

ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი - კვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში ბიზ­ნესს ივა­ნიშ­ვი­ლი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ფლობს. ანა­ლო­გი­ურ სქე­მას ის სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყე­ნებს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კომ­პა­ნი­ას ისე ფლობს, რომ მისი სა­ხე­ლი პირ­და­პირ არ­სად ჩანს.

"ამ ეტაპ­ზე ჩვენ შევ­ძე­ლით 3 ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მოვ­ლე­ნა (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ივა­ნიშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­და ბიზ­ნესს რუ­სეთ­ში. თუმ­ცა, ეს სრუ­ლი სუ­რა­თის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გას­ხვი­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მე­წი­ლე­ებს შო­რის კი­დევ 20-ზე მეტი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია ფი­გუ­რი­რებს, რომ­ლებ­მაც ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ლე­ბი მას შემ­დეგ გა­და­ი­ბა­რეს, რაც მან რუ­სუ­ლი ბაზ­რი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ კომ­პა­ნი­ე­ბის კვლე­ვა." - ვკი­თხუ­ლობთ დო­კუ­მენ­ტში.

ofshorebi-44056-1651057679.jpg

es-ofshorebi-44292-1651057679.jpg

ნა­თე­სა­ვე­ბი - კვლე­ვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მე­ო­რე გზა, რომ­ლი­თაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი რუ­სეთ­ში, მისი ნა­თე­სა­ვე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბაა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მის ნა­თე­სა­ვებს ხში­რად ან­დობს მისი ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­თვას. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია, რომ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რია. იგი იყო რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდ სს "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ისე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კერ­ძო ფონ­დის - "სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა რომ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მისი დის­შვი­ლი, კახა კო­ბი­აშ­ვი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში ასე­ვე უნდა გან­ვი­ხი­ლოთ მის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სად. ამას­თან, ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნე­ბის გა­რე­შე მო­ა­ხერ­ხეს მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა რუ­სე­თის გავ­ლე­ნი­ან პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, რომ­ლებ­მაც ამავდრო­უ­ლად ე.წ. "კრი­შის“ ფუნ­ქცი­აც შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლონ." - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

natesaveboi-44526-1651057679.jpg

წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - კვლე­ვა ას­კვნის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­სა და აქ­ტი­ვებს ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მარ­თავს.

"მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკ Credit Suisse-თან ბერ­მუ­დის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბუ­ლი საქ­მის მა­სა­ლებ­ში სხვა­დას­ხვა დროს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად ნახ­სე­ნე­ბი არი­ან შემ­დე­გი ადა­მი­ა­ნე­ბი:

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი (მოქ­მე­დი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი)

ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე (რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მოქ­მე­დი მი­ნის­ტრი)

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე)

ზვი­ად ხუ­ხუ­ნაშ­ვი­ლი ("ქარ­თუ ბან­კის” ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი). ის ფაქ­ტი, რომ წარ­სულ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ქო­ნე­ბის განმკარ­გა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ, მხო­ლოდ ამ­ძაფ­რებს იმ ეჭვს, რომ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა მათი ყო­ფი­ლი დამ­საქ­მებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე იყოს მორ­გე­ბუ­ლი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი და კავ­ში­რე­ბი რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რუ­სეთ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი აქ­ტი­ურ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან.

"უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორ­თან (2011-2018 წწ.) და სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მყოფ გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კოს­თან - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვილ უჩა მა­მა­ცაშ­ვილს რუს მა­ღალ­ჩი­ნო­სან და ამ­ჟა­მად სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მყოფ გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კოს­თან სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი აქვს, რო­მე­ლიც მათ შვი­ლებ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. 2021 წლის 27 ნო­ემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ვი­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სი­უ­ჟე­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის 20 წლის ვაჟი ტატე მა­მა­ცაშ­ვი­ლი ფლობს რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "გეო ორ­გა­ნიკ­სის“ 25%-ს (2021 წლის თე­ბერ­ვლი­დან), ამა­ვე კომ­პა­ნი­ის 10% კი ეკუთ­ვნის გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კოს ვაჟს ალექ­სეი პოლ­ტავ­ჩენ­კოს (2021 წლის აგ­ვის­ტო­დან). აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­სე­თის სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის დო­კუ­მენ­ტე­ბით დას­ტურ­დე­ბა.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კო სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი (2011-2018), "კა­გე­ბეს“ (სსრკ-ის "სუკ“-ის) გე­ნე­რა­ლი და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. 2018 წლი­დან პუ­ტინ­მა პოლ­ტავ­ჩენ­კო უმ­სხვი­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ის - სს "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გემთმშე­ნე­ბე­ლი კორ­პო­რა­ცი­ის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კავ­ში­რე­ბი იმი­ტო­მა­ცაა პრობ­ლე­მუ­რი, რომ გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კო 2022 წლის 7 აპ­რი­ლი­დან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ არის, ხოლო "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გემთმშე­ნე­ბე­ლი კორ­პო­რა­ცია“ სან­ქცი­რე­ბუ­ლია აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რის, შვე­ი­ცა­რი­ის, კა­ნა­დის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და უკ­რა­ი­ნის მიერ.

"გეო ორ­გა­ნიკ­სი“ - კომ­პა­ნია ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ და­ნა­მა­ტებ­სა და კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს აწარ­მო­ებს და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კომ­პა­ნია თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში შე­იქ­მნა (22.06.2017), შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში (24.07.2017) და ბო­ლოს - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში (19.12.2018). კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვა­ლი რუ­სეთ­ში 2018-2020 წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და: 2018 წელს 55.3 მლნ რუბ­ლი იყო, 2019 წელს - 200 მლნ, ხოლო 2020 წელს - 478.2 მლნ რუბ­ლი.

უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის ყო­ფილ დე­პუ­ტატ (2016-2021 წწ.) ანნა კუ­ვი­ჩკოს­თან და ვოლ­გოგ­რა­დის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან რო­ლანდ ხე­რი­ა­ნოვ­თან - "ტვ პირ­ვე­ლი­სა“ და "ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის ბიზ­ნეს­კავ­ში­რე­ბი რო­ლანდ ხე­რი­ა­ნოვ­თან. ხე­რი­ა­ნო­ვი სხვა­დას­ხვა დროს იყო ვოლ­გოგ­რა­დის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ვოლ­გოგ­რა­დის რე­გი­ო­ნუ­ლი დუ­მის დე­პუ­ტა­ტი და ვოლ­გოგ­რა­დის რე­გი­ო­ნის მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი. ამას­თან, და­ვად­გი­ნეთ, რომ მისი მე­უღ­ლე ანნა კუ­ვი­ჩკო 2016-2021 წლებ­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი იყო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან. რო­ლანდ ხე­რი­ა­ნო­ვი კომ­პა­ნია "გეო ორ­გა­ნიკს­ში“ სწო­რედ მისი მე­უღ­ლის დე­პუ­ტა­ტო­ბის ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მე­წი­ლე. 2017 წლის ბო­ლოს კუ­ვი­ჩკოს სა­ხე­ლი უფრო ფარ­თოდ გავ­რცელ­და, რო­დე­საც მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვი­დე­ო­ში "ბი­ძია ვოვა, ჩვენ შენ­თან ვართ“ და სიმ­ღე­რა ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­უ­ძღვნა. ანნა კუ­ვი­ჩკო 2019 წლი­დან, რო­გორც დუ­მის წევ­რი, უკ­რა­ი­ნის მიერ იყო სან­ქცი­რე­ბუ­ლი.

რო­ლანდ ხე­რი­ა­ნოვ­თან კავ­ში­რი აქვთ რო­გორც უჩა მა­მა­ცაშ­ვილს (მის შვილს ტატე მა­მა­ცაშ­ვილს 2020-2021 წლებ­ში სა­ერ­თო წი­ლე­ბი ჰქონ­დათ ორ რუ­სულ კომ­პა­ნი­ა­ში შპს "გეო ორ­გა­ნიკ­სი“ და ამ კომ­პა­ნი­ის შვი­ლო­ბილ შპს "გეო მედ­ში“), ისე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილს (რო­ლანდ ხე­რი­ა­ნო­ვის დედა, ოლგა ხე­რი­ა­ნო­ვა 2019-2021 წლებ­ში იყო ბრი­ტა­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი "გეო ორ­გა­ნიკ­სის“ 24.5%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, ამ კომ­პა­ნი­ის 30.5%-ს 2022 წლამ­დე ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი ფლობ­და, ახლა კი მის მე­უღ­ლეს ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძეს ეკუთ­ვნის). " - ვკი­თხუ­ლობთ კვლე­ვა­ში.

დას­კვნა

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბას" საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­გუ­ლის­ხმო დას­კვნის გა­კე­თე­ბის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, პო­ლი­ტი­კი­დან ფორ­მა­ლუ­რად წას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, ივა­ნიშ­ვი­ლი ინარ­ჩუ­ნებს გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და მთელ რიგ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე, სა­დაც დღემ­დე მის კომ­პა­ნი­ებ­ში ან პი­რა­დად მას­თან ნა­მუ­შე­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იკა­ვე­ბენ უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებს.

"დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე ამ­გვა­რი გავ­ლე­ნა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბად კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. მსგავს შე­ფა­სე­ბას იძ­ლე­ვა Freedom House-იც სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას: "ოლი­გარ­ქი­ულ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, პო­ლი­ტი­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და მე­დია გა­რე­მო, ხოლო პო­ლი­ტი­ზა­ცია ძირს უთხრის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას“.

სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბის აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თველს სე­რი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნია მტრულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნას ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მის სა­გა­რეო კურსს." - აცხა­დებს ორ­გა­ნი­ზა­ცია.