"სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა"

სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როდესაც ქვეყანასა და ხალხს ომი თავიდან არ არიდა და შედეგად ქვეყანა დაინგრა.

„როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში? ის ჩამოვიდა საქართველოში ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის, ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ყველა?! მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომელსაც ჩემს და თქვენს ქვეყანაში სურდათ ომი, ჩემი ხალხის მოკვლა და ქვეყნის განადგურება. მე ვპირდები, რომ მათ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი და მეორე ომი საქართველოში არ იქნება!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.