წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის - "თეგეტა" კამპანიის - "წიგნები მშვიდობისათვის" მხარდამჭერია - კვირის პალიტრა

წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის - "თეგეტა" კამპანიის - "წიგნები მშვიდობისათვის" მხარდამჭერია

სოფელ აძვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 100 წიგნი შეემატა. თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით თაროები საბავშვო ლიტერატურითა და ენციკლოპედიური გამოცემებით შეივსო. საგანმანათლებლო დაწესებულებას სულ 135 აღსაზრდელი ჰყავს. მოსწავლეები გზავნილს თავად დახვდნენ. საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე დასახლებაში მშვიდობისა და მზრუნველობის ფასი ყველაზე კარგად იციან.

აქტივობა „ბიბლუსის“ კამპანიის ფარგლებში „წიგნი მშვიდობისათვის“ განხორციელდა. თეგეტა ჰოლდინგი კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერია.

თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული:

,,თეგეტასთვის განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „წიგნები მშვიდობისათვის“ ის პროექტია, რომლის კონცეფციაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებს ემთხვევა. გვინდოდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აძვის სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. ვფიქრობთ, ახალი წიგნებით დავეხმარებით მოსწავლეებს, რათა მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს“.

კამპანიის „წიგნი მშვიდობისთვის“ ფარგლებში, „ბიბლუსმა“ თეგეტა ჰოლდინგთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ხუთი სოფლის საჯარო სკოლისთვის ბიბლიოთეკები მოაწყო. წიგნები სოფლების კირბალის, აძვის, ქვეშის, დიცისა და ნიქოზის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა.

reklama-1-1651061607.jpg

„ბიბლუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, დეკო კურკუმული: ,,ბიბლუსისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული ეს პირველი აქტივობა არ არის. ვცდილობთ, დავეხმაროთ სკოლებს, მოვაწყოთ ბიბლიოთეკები და ბავშვები ახალი წიგნებით გავახაროთ. წელს ომის თემატიკას გვერდს ვერ ავუვლიდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაგვეგეგმა კამპანია ,,წიგნი მშვიდობისათვის“ - ომისა და აგრესიისთვის წიგნიერება და განათლება დაგვეპირისპირებინა“.

ამ დროისათვის საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ, სულ, 8 სოფელში განახლდა და მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკები. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჯამში, 1000-ზე მეტი წიგნი გადაეცა.