"დოდომ უყურა იპოლიტეს და: რას ჰგავხარ, შე უბედურო, შენისთანებს გავყიდდით, აბა, რას ვიზამდითო!" - კვირის პალიტრა

"დოდომ უყურა იპოლიტეს და: რას ჰგავხარ, შე უბედურო, შენისთანებს გავყიდდით, აბა, რას ვიზამდითო!"

თეატრმცოდნე - ნიკა წულუკიძე მისი გვერდის მომხმარებელს ხელოვან ადამიანებზე საინტერესო პოსტებს ხშირად სთავაზობს და ამჯერად, სახალისო ამბავი, რომელიც მან "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა, დოდო აბაშიძესა და იპოლიტე ხვიჩიას ეხება:

"ერთხელ, ორმა დიდმა მსახიობმა - იპოლიტე ხვიჩიამ და დოდო აბაშიძემ ისე იკამათეს, გაბრაზებულმა იპოლიტემ დოდოს უთხრა:

აბაშიძეები ყოველთვის მოღალატეები იყავით, ქართველებს თურქეთის ბაზარზე ჰყიდდითო.

დოდომ უყურა, უყურა იპოლიტეს და:

რას ჰგავხარ შე უბედურო, შენისთანებს გავყიდდით, აბა რას ვიზამდითო!"

photo-1651063068.jpg