ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზარდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი