"4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო" - რა მოხდა ისანში? - კვირის პალიტრა

"4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო" - რა მოხდა ისანში?

ისანში, "დირსის" დასახლებაში 4 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.

„4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო. დაზუსტებით არ ვიცი, დაჭრილია მამა-შვილი და ბიძაო. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, დანა გამოიყენეს“, - აცხადებენ თვითმხილველები.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს და უწყების ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

"ინტერპრესნიუსი"