"სიკ­ვდილს წინ უძღო­და მე­ზობ­ლე­ბი­სა და ქმრის ნა­თე­სა­ვე­ბის მხრი­დან სა­ხალ­ხო შე­უ­რა­ცხყო­ფა" - პრო­კუ­რა­ტუ­რამ თით­ქმის 8 წე­ლის შემ­დეგ ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას საქ­მე­ზე ბრა­ლი სამ პირს წა­რუდ­გი­ნა - კვირის პალიტრა

"სიკ­ვდილს წინ უძღო­და მე­ზობ­ლე­ბი­სა და ქმრის ნა­თე­სა­ვე­ბის მხრი­დან სა­ხალ­ხო შე­უ­რა­ცხყო­ფა" - პრო­კუ­რა­ტუ­რამ თით­ქმის 8 წე­ლის შემ­დეგ ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას საქ­მე­ზე ბრა­ლი სამ პირს წა­რუდ­გი­ნა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ თით­ქმის 8 წე­ლის შემ­დეგ 30 წლის ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას საქ­მე­ზე ბრა­ლი სამ პირს წა­რუდ­გი­ნა.

სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში ჯე­ი­რა­ნო­ვა 2014 წელს ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. მის სიკ­ვდილს წინ უძღო­და მე­ზობ­ლე­ბი­სა და ქმრის ნა­თე­სა­ვე­ბის მხრი­დან სა­ხალ­ხო შე­უ­რა­ცხყო­ფა. მათ ქალს ქმრის ღა­ლა­ტი და­აბ­რა­ლეს, ფეხ­შიშ­ვე­ლი სო­ფელ­ში ჩა­მო­ა­ტა­რეს, აგი­ნებ­დნენ და სცემ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბამ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ, სხვა პი­რებ­თან ერ­თად, გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით, ხ.ჯ.- ს ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე დამ­ცი­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

"2014 წლის 16 სექ­ტემ­ბერს, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ხ.ჯ. ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს და სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რის შემ­დგო­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე დამ­ცი­რე­ბის გან­ზრახ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბულს თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს, მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და სო­ფე­ლის ცენ­ტრში მი­იყ­ვა­ნეს. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის თან­დას­წრე­ბით, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და აცხა­დებ­დნენ, რომ ქა­ლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო, იგი უნდა დას­ჯი­ლი­ყო. ისი­ნი მოქ­მე­დებ­დნენ გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით და მი­აჩ­ნდათ, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე, რო­გორც ქა­ლის ნე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და მისი ბე­დის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბის ქმე­დე­ბის შე­დე­გად 2014 წლის 18 სექ­ტემ­ბერს ხ.ჯ.-მ თავი მო­იკ­ლა.

სა­მი­ვე პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ) და 144-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე“ და "ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად და სქე­სის ნიშ­ნით ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვით) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად შვი­დი­დან ათ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს”, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ოთხ ადა­მი­ანს სდებ­დნენ ბრალს. ესე­ნი იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლის ქმრის ნა­თე­სა­ვე­ბი: აი­ვაზ, ნოვ­რუზ, ტელ­მან და აფ­კან კა­სა­ნო­ვე­ბი და ელ­ჩი­ნა ტე­ი­ხა­ნო­ვი. პრო­კუ­რა­ტუ­რა მხო­ლოდ მოწ­მე­თა და­კი­თხვით შე­მო­ი­ფარ­გლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას მე­უღ­ლემ ერთ-ერთი დაჭ­რა კი­დეც, რის­თვი­საც 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. იგი ცოტა ხან­ში პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით გა­ე­როს კო­მი­ტეტს მი­მარ­თეს. ცოტა ხნის წინ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ და­წე­რა, რომ ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას საქ­მე გა­ე­რო­ში მო­ი­გეს.