"რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, რაც ის ვერ უკვეთავს სახელმწიფოს ხარჯზე კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან - ყველას, ვინც მის გამოშვებას მოითხოვს, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა სურს" - კვირის პალიტრა

"რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, რაც ის ვერ უკვეთავს სახელმწიფოს ხარჯზე კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან - ყველას, ვინც მის გამოშვებას მოითხოვს, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა სურს"

რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის ვერ უკვეთავს სახელმწიფოს ხარჯზე კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან და ბევრი სხვა კუთხითაც. მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი ხალხის ხარჯზე და ახლა აქვს სხვა ხარისხი, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის - ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის მიერ მომზადებულ დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუკი ვინმე ითხოვს, ან მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას, ყველას საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მიზანი აქვს.

„ერთი საინტერესო ფრაზა იყო ამ დასკვნაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი თურმე გაუარესებულა მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ვერ უკვეთავს სახელმწიფოს ხარჯზე კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან და ბევრი სხვა კუთხითაც. მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი ხალხის ხარჯზე და ახლა აქვს სხვა ხარისხი, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის - ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური.

მე ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა ერთი რამ, ვინც ითხოვს სააკაშვილის გარეთ გამოშვებას, ან მომავალში მოითხოვს, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ეს არის საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. თუკი ვინმე ითხოვს, ან მოითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, ყველას აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე იქნება ძალიან მკაფიო, სააკაშვილმა უნდა მოიხადოს თავისი სასჯელი“, - განაცხადა კობახიძემ.