საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა ლატარიაში 50 000 ლარი მოიგო - კვირის პალიტრა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა ლატარიაში 50 000 ლარი მოიგო

ნუგზარ ქობულაშვილი უკვე 40 წელია რაც თბილისელებს ერთგულად ემსახურება, ისინი საქალაქო ავტობუსით სხვადასხვა მიმართულებით გადაჰყავს. როგორც თავად გვიყვება, ავტომობილების მართვა ბავშვობიდან უყვარდა, მოგვიანებით ჰობი პროფესიად აქცია და მძღოლის საპასუხისმგებლო საქმიანობას შეუდგა, თითქმის ყველა მოდელის ავტობუსის ტარება მოუწია, ამჟამად კი ახალ ე.წ. მწვანე ავტობუს მართავს და კმაყოფილია, მგზავრებს სახეზეც სცნობს, ძალაუნებურად მათი ცხოვრების თანამონაწილეც ხდება და მათ საუბრებსაც მოჰკრავს ხოლმე ყურს, ყველას პრობლემა თუ სიხარული იცის, პრობლემები თავადაც ბევრი აქვს, მაგრამ არ ნებდება, იმედით აგრძელებს ცხოვრებას და უმართლებს კიდეც, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლება კი ლატარიაში მოგებული 50 000 ლარია.

ნუგზარ ქობულაშვილმა 50 000 ლარი მომენტალურ ლატარია "ფარაონში’’ მოიგო. ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ კიდევ 7 სახეობის გადასაფხეკ ლატარიას გთავაზობთ, მათ შორის ახალ ლატარია "მზარეულს’’, რომლის მაქსიმალური მოგება 50 000 ლარია, საპრიზო ფონდი 3 704 882 ლარი, მომგებიანი ბილეთების რაოდენობა კი 471 ათასზე მეტი, ლატარიის ღირებულება მხოლოდ 3 ლარია.

გადასფხეკი ლატარიის შეძენა, იღბლის გამოცდა და მოგება კი შესაძლებელია ყველგან სახლთან ახლოს მდებარე მარკეტებში: ნიკორა, მაგნიტი, სპარი, სმარტი, იოლი, ლიბრე, გალფის და სოკარის ქსელში, ავერსის აფთიაქებში, ლატარიის სერვის ცენტრებსა და ლოტოს ჯიხურებში.

იყავი შემდეგი, შეიძინე ლატარია, გაერთე, გადაფხკე და გახდი მომენტალურად დიდი თანხის მფლობელი, მოგება შეუძლია ყველას!