"უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის იარაღის გადაცემა, საფრთხეს უქმნის კონტინენტს" - კვირის პალიტრა

"უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის იარაღის გადაცემა, საფრთხეს უქმნის კონტინენტს"

უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის იარაღის, მათ შორის მძიმე იარაღის, გადაცემის ტენდენცია, არის ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას და იწვევს არასტაბილურობას, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა, უკრაინასთან ერთად გაძლიერდეს საქართველოსა და მოლდოვის მიმართ დახმარებაც.

„უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად დასავლეთ ბალკანეთსა და ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ჰქონდეთ მედეგობა და შესაძლებლობები იმისთვის, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება“,- აღნიშნა ლიზ ტრასმა.