"რუსებმა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებული სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები" - "აზოვის" პოლკი - კვირის პალიტრა

"რუსებმა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებული სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები" - "აზოვის" პოლკი

რუსებმა „აზოვსტალის" ტერიტორიაზე არსებული სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები, - ამის შესახებ ინფორმაციას „აზოვის“ პოლკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ჟენევის კონვენცია უნდა იცავდეს სტაციონარულ და მოძრავ სამედიცინო დაწესებულებებს.

„მთელი ღამის განმავლობაში სამხედრო საველე ჰოსპიტალზე, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს და სადაც იმყოფებიან დაჭრილი სამხედროები, რუსები მასობრივად ყრიდნენ რამდენიმე ტონიან ავიაბომბებს, რომელსაც ნებისმიერი სახის ბეტონის თავდაცვის გარღვევა შეუძლია. შემდეგ, უკვე განაგრძეს ნანგრევების უმოწყალოდ დაბომბვა საზღვაო არტილერიიდან... მტრის თავდასხმის გამო, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - მათ შორის საოპერაციო ოთახი, რაც ახლა შეუძლებელს ხდის ჩვენი ჯარისკაცების დახმარებას იმ პირობებშიც კი, რაც ადრე იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკვე დაშავებულ ჯარისკაცებს შორის არის მსხვერპლი, არიან ახლიდან დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც.

„დაცვის უფლებით უნდა სარგებლობდნენ დაშავებულები და ავადმყოფები იმის მიუხედავად, არიან ისინი სამოქალაქო თუ სამხედრო პირები. დაშავებულს უნდა მიეწოდოს აუცილებელი დახმარება რაიმე სახის დისკრიმინაციის გარეშე“,- ნათქვამია „აზოვის“ განცხადებაში.

მებრძოლებმა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდეს რეაგირება მოახდინონ იმ ფაქტზე, რომ „რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურების მცდელობებსაც კი, რომლებსაც იარაღის ხელში აღება აღარ შეუძლიათ“.

IPN