"პორშე ცენტრი თბილისს" ვერცხლის სერტიფიცირებული მექანიკოსები ჰყავს - კვირის პალიტრა

"პორშე ცენტრი თბილისს" ვერცხლის სერტიფიცირებული მექანიკოსები ჰყავს

„პორშე ცენტრი თბილისმა“, რომელიც რეგიონში სერვისის ჰაბად არის მიჩნეული, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ცენტრის ორი მექანიკოსი - ზაზა მერაბიშვილი და კარენ ხასანოვი უკვე პორშეს ოფიციალური, ვერცხლის სერტიფიკატის მფლობელები გახდნენ.

გერმანული ბრენდის სტანდარტების მომსახურების შესათავაზებლად, „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები მუდმივ გადამზადებას გადიან და ყველა მათგანი პორშეს მიერაა სერტიფიცირებული.

თეორიული და პრაქტიკული სწავლებების გავლისა და პორშეს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონულ ოფისში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სერტიფიკატი მათ პორშეს მიერ ოფიციალურად მიენიჭათ.

„გადამზადებები საკმაოდ სპეციფიკურ დეტალებს მოიცავდა, მათ შორის ავტომობილის აგებულებას, აგრეგატებს, სავალ ნაწილებს, ელექტროგაყვანილობებს. უკვე შესწავლილი გვქონდა პორშეს ჰიბრიდული სისტემა. ვერცხლის სერტიფიცირებისთვის საჭირო ტრენინგების მსვლელობისას, დამატებითი ცოდნა მივიღეთ პორშეს უახლესი, პირველი სერიული სპორტული ელექტრომობილის - ტაიკანის შესახებ. აქ კი მთავარი მაღალ ძაბვასთან და ელექტრომობილის სხვადასხვა კომპონენტებთან მუშაობაა“, - აცხადებს „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსი ზაზა მერაბიშვილი.

porshe-1651155122.jpg

პორშეს ავტომობილები ყოველწლიურად უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული, მაგრამ ამავე დროს, სხვადასხვა ინოვაციის გათვალისწინებით, ტექნიკურად უფრო რთულიც ხდება. ინოვაციურ-ტექნოლოგიური სიახლეები მექანიკოსებისთვის, ერთი მხრივ, გამოწვევაა, მეორე მხრივ კი, საინტერესო პროცესია საქმიანი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ვერცხლის სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემდეგ, „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები სხვადასხვა სასწავლო კურსის გავლასა და სემინარებში მონაწილეობას გეგმავენ. შემდგომი მიზანი ოქროს, უმაღლესი რანგის სერტიფიცირების მოპოვებაა.

„პორშეს მოდელების აგებულება საკმაოდ სპეციფიკურია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და სიახლეების შესწავლა, ჩვენი შემდეგი მიზანი ოქროს სერტიფიკატების აღებაა. ამჯერად, სწავლება იქნება უფრო დეტალური“, - კარენ ხასანოვი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსი.

porshe-2-1651155184.png

„პორშე ცენტრი თბილისის“ სერვისი ბრენდის მიერ კავკასიის რეგიონში სერვისის ჰაბადაა აღიარებული. ცენტრის ყველა მექანიკოსი მუდმივ გადამზადებას გადის და ყველა მათგანი პორშეს მიერაა სერტიფიცირებული.

„პორშე ცენტრი თბილისის სერვისი კავკასიის მასშტაბით გამორჩეულია. რთული ან პრობლემური ქეისების შემთხვევებში რეგიონის სერვისცენტრები კონსულტაციებს ჩვენს მექანიკოსებთან გადიან. სწორედ ამიტომ ვერცხლის სერტიფიკატი რეგიონული მასშტაბით მნიშვნელოვანია. ჩვენი მექანიკოსებისთვის ეს არის დამატებითი კვალიფიკაცია, პორშეს სტანდარტებთან ერთად. გადამზადებებისა და ჩვენი გამოცდილი მექანიკოსების ძალისხმევით გერმანული ბრენდის მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისს შევთავაზებთ“, - პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ გენერალური დირექტორი.

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გერმანული ბრენდის ავტომობილების სერვისის სრულ სპექტრს სთავაზობს.

„პორშე ცენტრი თბილისი“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე, სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

(R)