"სრულ ჭკუაზე ხარ, მარგარიტა?" - ლაიმა ვაიკულემ მარგარიტა სიმონიანის წინააღმდეგ გაილაშქრა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ოკუპანტების ერთ-ერთ პროპაგანდისტად იქცა ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი. მისი განცხადებები ყოველთვის სკანდალურია. ის იმათ მისამართით, ვინც "ფიურერს“ ომის დაწყების გამო აკრიტიკებს, შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ იშურებს. ქალი ხშირად სტუმრობს კრემლის პროპაგანდისტ, პუტინის მეხოტბე ვლადიმერ სალავიოვს გადაცემაში და მეგობრობს თინა კანდელაკთან...
"გალკინი გეია, რომელიც ხანდაზმულ ქალზე სხვებისთვის თვალის ახვევისა და გამდიდრების მიზნით დაქორწინდა. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ეთერში ამაზე საუბარი, მაგრამ მე ვიტყვი, რადგანაც ადამიანი ასეთი რაღაცების უფლებას აძლევს თავს, მეც მივცემ თავს უფლებას ვთქვა ის, რასაც მასზე ყოველთვის ვფიქრობდი - ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ის გეია და სხვებისთვის თვალის ასახვევად და გასამდიდრებლად, კარიერის ასაწყობად ხანდაზმულ ქალზე დაქორწინდა და არწმუნებს თავის აუდიტორიას, რომ ნამდვილი სიყვარული აქვთ...“ - ეს სიტყვები მარგარიტა სიმონიანს ეკუთვნის, ქალმა ამჯერად მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას მრავალწლიანი ქორწინება დააყენა ეჭვქვეშ. თავად გალკინი, რომელიც ამჟამად მეუღლესთან და შვილებთან ერთად ისრაელში იმყოფება და დიდი ალბათობით რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს, ჯერჯერობით მარგარიტას განცხადებას არ გამოხმაურებია.
მარგარიტა სიმონიანის ბრალდებაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა "ინსტაგრამზე" ცნობილმა ლატვიელმა მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ. ქალი ჯანმრთელობის პრობლემების გამო აშშ-ში იმყოფება და ღიად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში ძალიან ბევრი აღშფოთებული შეტყობინება მივიღე მთელი მსოფლიოდან, ამიტომ ვერ გავჩუმდები. აქამდე დაახლოებით ვიცოდი, თუ ვინ იყო მარგარიტა სიმონიანი, ახლა კი დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც უგულებელყოფს ზნეობისა და ეთიკის ნებისმიერ ნორმას და მას მივიჩნევ ადამიანად, ვისაც ხელს არ უნდა ვართმევდეთ. კარგად ვიცნობ ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს. როგორც ჩანს, სიმონიანს რატომღაც სძულს ეს აბსოლუტურად ბედნიერი და ჰარმონიული წყვილი.
მათი ოჯახის პატივისა და ღირსების მიზანმიმართული შელახვა ასეთი უხამსი სახით, თქვენს პროფესიულ და ადამიანურ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. სრულ ჭკუაზე ხარ, მარგარიტა? (ამ ხალხს საერთოდ არ იცნობთ!). თქვენი განცხადებები გამოხატავს უპატივცემულობას არა მხოლოდ ალასა და მაქსიმის, არამედ მათი გულშემატკივრების მრავალმილიონიანი არმიის მიმართაც. იხილეთ სრულად