რუსეთში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა - რა ინფორმაცია ვრცელდება - კვირის პალიტრა

რუსეთში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა - რა ინფორმაცია ვრცელდება

მედიის ინფორმაციით, რუსეთში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ტიუმენის ოლქში, ქალაქ იშიმში, სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა. გავრცელებული ცნობებით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი დაახლოებით 14:33 საათზე გაჩნდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ კადრებში უზარმაზარი ცეცხლი და შავი კვამლი ჩანს, რომელიც სავაჭრო ცენტრის სახურავიდან ამოდის.

აღნიშნულის შესახებ რუსულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"