"პირველი, ვინც პუტინის წინააღმდეგ წავა, სამხედრო გენერალიტეტი იქნება... შოიგუს უკვე ჰქონდა მცდელობა" - კვირის პალიტრა

"პირველი, ვინც პუტინის წინააღმდეგ წავა, სამხედრო გენერალიტეტი იქნება... შოიგუს უკვე ჰქონდა მცდელობა"

უკ­რა­ი­ნა­ზე სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის კვალ­დაკ­ვალ, სულ უფრო მეტს სა­უბ­რო­ბენ პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა­ში არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე. ე.წ. მოს­კო­ვე­ლი და პე­ტერ­ბურ­გე­ლი ძა­ლოვ­ნე­ბის ელი­ტა ცდი­ლობს, გავ­ლე­ნე­ბი არ და­კარ­გოს. თუმ­ცა, რო­გორც და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წე­რენ, და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გე­ბის პირ­ველ ფა­ზას, შე­მოდ­გო­მის­თვის ელო­დე­ბი­ან, რაც პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ელი­ტა­ზე აი­სა­ხე­ბა. თვე­ზე მე­ტია, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აიკ­რძა­ლა ან და­ი­ხუ­რა ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, დაბ­ლო­კი­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით" "ფე­ის­ბუქ­ზე" შეს­ვლას მა­ინც ახერ­ხე­ბენ, ოღონდ ლი­მი­ტი შე­ზღუ­დუ­ლია.

რუ­სუ­ლი "ეფეს­ბე" აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლას, ვინც ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს, უკ­რა­ი­ნის ომის გამო აკ­რი­ტი­კებს პუ­ტინს და მმარ­თველ ელი­ტა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს გა­ბე­დავს.

hvylya.net აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "რო­დის მომ­წიფ­დე­ბა ახა­ლი რუ­სუ­ლი ბუნ­ტი", სა­დაც უკ­რა­ი­ნის ხან­გრძლი­ვი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ომის შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც წარ­მოქ­მნი­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა და ურა­პატ­რი­ო­ტიზ­მით შე­ფუ­თუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მწვა­ვე სო­ცი­ა­ლურ კრი­ზისს იწ­ვევს.

"რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რებ­ში ღრმა ერო­ზი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი მო­ამ­წი­ფა. ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში იმ­დე­ნად შეც­ვლი­ლია, შე­საძ­ლოა, რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით, პუ­ტი­ნის შემ­ცვლელ­ზეც და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი. ასე­ვე, კუ­ლუ­ა­რებ­ში ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი ბუნტზე ან "სა­სახ­ლის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე", - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვაა, სურთ თუ არა ომი რუ­სებს.

"მარ­ტის და­სა­წყის­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 71% მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას თუ ე.წ. სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შიდა მხარ­და­ჭე­რა უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ გა­ი­ზარ­და, ამ ფონ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის 81% აცხა­დებს, რომ ენ­დო­ბა თა­ვი­სი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს. იხილეთ სრულად