"საქართველომ უნდა გამოიყენოს მომენტი და დასავლეთიდან დამატებითი აღჭურვილობა მოითხოვოს... " - რას აცხადებს გენშტაბის ექსუფროსი? - კვირის პალიტრა

"საქართველომ უნდა გამოიყენოს მომენტი და დასავლეთიდან დამატებითი აღჭურვილობა მოითხოვოს... " - რას აცხადებს გენშტაბის ექსუფროსი?

ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის, რუ­სებ­მა ვერ შეძ­ლეს ვერ­ცერ­თი თა­ვი­ან­თი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა, გენშტა­ბის ექ­სუფ­როს­მა, ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის "ჯე­ო­ქე­ი­სის" მრჩე­ველ­მა, ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ომის ამ ტემ­პე­ბით რუ­სე­თი დონ­ბა­სის დაჯ­გუ­ფე­ბის სრულ ალ­ყას და მის გა­ნად­გუ­რე­ბას ვერ შეძ­ლებს.

"ვი­თა­რე­ბა არ არის მარ­ტი­ვი, რთუ­ლია, თუმ­ცა ომის მე­ო­რე ფა­ზი­დან 10 დღეა გა­სუ­ლი და ბრძო­ლებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სებ­მა ვერ შეძ­ლეს ვერ­ცერ­თი თა­ვი­ან­თი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა ამ ეტა­პის­თვის. და­წყე­ბუ­ლი მა­რი­უ­პო­ლი­დან, შემ­ხვედ­რი რკა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, რი­თაც შე­ეძ­ლოთ დონ­ბა­სის დაჯ­გუ­ფე­ბა ალ­ყა­ში მო­ექ­ცი­ათ და შემ­დეგ ეფიქ­რათ მათ გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე, ეს რკა­ლიც ვერ მო­ხერ­ხდა.

არ­სე­ბობს ოც­ნე­ბა და არ­სე­ბობს რე­ა­ლო­ბა. ის რომ დონ­ბას­ში ღრმა ალყა არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმ ტემ­პე­ბით, რო­გორც ახლა ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს ფაქ­ტია, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. რუ­სე­თი მცი­რე ტაქ­ტი­კუ­რი ალ­ყე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ეც­დე­ბა დაჯ­გუ­ფე­ბას მცი­რე-მცი­რე ნა­წი­ლე­ბი ჩა­მო­ა­ცი­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია რუ­სეთს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით "აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი" ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნოს.

"მე მი­მაჩ­ნია, რომ უკ­რა­ი­ნას აბ­სო­ლუ­ტუ­რად აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით რუ­სეთს მი­ა­ყე­ნოს რუ­სე­თის­თვის აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი ზა­რა­ლი და აქ არ იყოს სა­ჭი­რო მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბა, ვი­ნა­ი­დან და­სავ­ლე­თი და მთე­ლი მსოფ­ლიო უკვე ჩარ­თუ­ლია, ეხ­მა­რე­ბი­ან უკ­რა­ი­ნას, არა ძა­ლით, არა­მედ ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. მე ვთვლი, რომ დიდი, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა. ერთი რუ­სე­თის მი­მართ არ შე­იკვრე­ბა მთე­ლი მსოფ­ლიო, თუკი რუ­სე­თი არ გა­დაკ­ვეთს "წი­თელ ხაზს“, რაც ბირ­თვულ ია­რაღს ეხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ გა­და­ცე­მა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ი­ყე­ნოს მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და და­სავ­ლეთს და­მა­ტე­ბი­თი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მოს­თხო­ვოს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს მო­მენ­ტი და გავ­ზარ­დოთ დახ­მა­რე­ბის მო­თხოვ­ნა და­მა­ტე­ბი­თი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, რა­საც ვი­ღებთ და­სავ­ლე­თი­დან. სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც ასე­ვე მო­ი­თხოვს ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდას. და­ლო­დე­ბას არ უნდა ჰქონ­დეს ად­გი­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა იყოს გა­და­წყვე­ტი­ლი ეს სა­კი­თხი და გა­ი­ზარ­დოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

"ინტერპრესნიუსი"