"რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?" - რას წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე"? - კვირის პალიტრა

"რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?" - რას წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე"?

"ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა - საფოსტო ბარათი მოსკოვიდან?",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ,,ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

პოდოლიაკი სვამს კითხვას, კვლავ რატომ იკავებს რუსეთი ადგილს გაეროს უშიშროების საბჭოში.

"ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღით ადრე ის კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?" - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"