ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხი მარიუპოლიდან, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან გამოვიყვანოთ" - კვირის პალიტრა

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხი მარიუპოლიდან, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან გამოვიყვანოთ"

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ვითარება უკრაინის ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არის "კრიზისი კრიზისში".

ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხი მარიუპოლიდან, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან გამოვიყვანოთ", - განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მას უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან "ინტენსიური განხილვები" ჰქონდა, რათა მარიუპოლიდან ევაკუაცია რეალობად აქციოს.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გუტერეშმა დასძინა, რომ რუსეთის შეჭრა არის როგორც უკრაინის ტერიტორიის, ასევე გაეროს წესდების უხეში დარღვევა.

მისი თქმით, გაერო აგრძელებს ბრძოლას, ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის.

"ინტერპრესნიუსი"