მარშალ გელოვანის გამზირზე, სავარაუდოდ, წყალგაყვანილობის სისტემის დაზიანების გამო, მოძრაობა პარალიზებულია - კვირის პალიტრა

მარშალ გელოვანის გამზირზე, სავარაუდოდ, წყალგაყვანილობის სისტემის დაზიანების გამო, მოძრაობა პარალიზებულია

მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია. მიზეზი გამზირის დატბორვას უკავშირდება. სავარაუდოდ, დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა.

მარშალ გელოვანის გამზრის გარკვეულ ტერიტორიაზე წყალი დიდი რაოდენობით მოედინება, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

„ინტერპრესნიუსი“ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ კომენტარებს ელოდება.