რომელ ქუჩებზე და რამდენი ხნით შეიზღუდება წყალმომარაგება - GWP განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

რომელ ქუჩებზე და რამდენი ხნით შეიზღუდება წყალმომარაგება - GWP განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე წყალმომარაგების მაგისტრალური მილის დაზიანებასთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე N6-თან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა. ამ ეტაპზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება დღეს, 29 აპრილის 09:30 საათიდან 30 აპრილის, ღამის 02:00 საათამდე შეზღუდულია:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში: ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ინტერპრესნიუსი