"ეს ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო პე­რი­ო­დია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ია­ტაკ­ზე ვხო­ხავ­დი და ვტი­რო­დი" - კვირის პალიტრა

"ეს ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო პე­რი­ო­დია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ია­ტაკ­ზე ვხო­ხავ­დი და ვტი­რო­დი"

მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს ბევრისთვის საყვარელი მსახიობის - ჯონი დეპისა და მისი ყოფილი მეუღლის - ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესებს. როგორც ცნობილია, მსახიობი ჯონი დეპი ემბერ ჰერდს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

მსახიობები ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი 2015 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 1 წელში დაშორდნენ. მას შემდეგ წყვილი ურთიერთობის გარკვევას სხვადასხვა გზით ცდილობს. ჰერდი ყველგან იმას ამტკიცებს, რომ დეპი მასზე ძალადობდა, მსახიობი კი ამ ცილისწამების უარყოფას ცდილობს და ამბობს, რომ ყოფილმა ცოლმა მისი კარიერა დაანგრია. ის იძულებული გახდა, რამდენიმე როლზე ეთქვა უარი. მიმდინარე სასამართლო პროცესი 11 აპრილს დაიწყო, თუმცა დეპმა ყოფილ ცოლს ჯერ კიდევ 2018 წელს უჩივლა, მას შემდეგ, რაც ჰერდმა Washington Post-ში საავტორო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ის საკუთარ თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლს უწოდებდა. დეპმა ჰერდს უჩივლა და 50 მილიონი დოლარი მოითხოვა, საპასუხოდ კი ჰერდმა სასამართლოს 2020 წელს მიმართა და ყოფილი მეუღლისგან 100 მილიონი დოლარის გადახდა მოითხოვა.

ჯონი დეპს ცოლზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არასდროს დაურტყამს ყოფილი მეუღლისთვის და, ზოგადად, ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.

სასამართლო პროცესზე, რომელიც ვირჯინიის შტატში მიმდინარეობს, ჰერდის ადვოკატები ცდილობდნენ, ჯონი დეპი საზოგადოებისთვის ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულ, დაუნდობელ ადამიანად წარმოეჩინათ.

ნაფიცი მსაჯულების წინ გამოსვლისას ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა განაცხადა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლე დამტკიცდეს.

“არასდროს დამირტყამს ხელი მის ჰერდისთვის, და, ზოგადად, არც ერთი ქალი არ მიცემია“.

„ჩემი მთავარი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა. მკლავს ის ფაქტი, რომ ხალხი, რომელთანაც აქამდე ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, ფიქრობს, რომ მე თაღლითი და მატყუარა ვარ“.

სასამართლოზე დაიკითხა წყვილის თერაპევტი, რომელმაც განაცხადა, რომ დეპიც და ჰერდიც ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. დაიკითხა ექთანი დები ლოიდიც, რომელიც დეპს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან დე­ტოქ­სი­კა­ცი­აში ეხმარებოდა და წყვილის ქორწილსაც ესწრებოდა. ექთნის განცხადებით, რამდენჯერმე შეესწრო ფაქტს, როცა ჰერდი კონფლიქტის პროვოცირებას და ჩხუბის დაწყებას ცდილობდა.

დეპმა და ემბერ ჰერდმა სასამართლოს იმ პირთა სია წარუდგინეს, რომლებიც სავარაუდო თვითმხილველებიც შეიძლება იყვნენ, ამ პირთა შორისაა ჰერდის ყოფილი პარტნიორი ილონ მასკი და მსახიობი ჯეიმს ფრანკო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ჰერდი ილონ მასკს მაშინ ხვდებოდა, როცა ჯერ კიდევ დეპთან ჰქონდა ურთიერთობა.

emberi-iloni-1651224793.jpg

სა­სა­მარ­თლო­ზე ჩა­ნა­წე­რებსაც მო­უს­მი­ნეს, რო­მელ­შიც ემ­ბე­რი ადას­ტუ­რებს, რომ ერთ-ერთი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი ჩხუ­ბი თავად წა­მო­ი­წყო.

დეპ­მა მკურნალობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან დე­ტოქ­სი­კა­ცი­ას ცდი­ლობ­და, ემ­ბე­რი უმალავდა წამ­ლებს, რაც მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ში უნდა დახ­მა­რე­ბო­და და მათი მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

"მძულს, ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, ეს ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო პე­რი­ო­დია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ია­ტაკ­ზე ვხო­ხავ­დი და ვტი­რო­დი", - იხსენებს მსა­ხი­ო­ბი.

amber-58992-1651224793.jpg

სასამართლოზე დაიკითხა წყვილის ფსიქოლოგი ლორენ ანდერსონიც, რომელმაც დაადასტურა, რომ ორივე მხარე ძალადობდა. ეს ფაქტი ფსიქოლოგმა წყვილის ბავშვობის ტრამვას დაუკავშირა. დეპმა ფსიქოლოგის სიტყვები დაადასტურა და თქვა, რომ ბავშვობისას მას დედა ცუდად ექცეოდა.

„დედაჩემი ძალიან მკაცრად გვექცეოდა მეც, კრისტისაც და მამასაც. მას შეეძლო ჩვენთვის საფერფლეც ესროლა, თავშიც ჩაერტყა, შეეძლო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და ტელეფონითაც გაველახე“, - განაცხადა მსახიობმა დედაზე.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, მამა ძალიან კეთილი ადამიანი იყო, დედას არ აყენებდა შეურაცხყოფას და ყველაფერს წლების განმავლობაში ითმენდა. მსახიობის თქმით, მამა დედას ვერ შორდებოდა, რადგან დედა თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

როგორც მსახიობმა განაცხადა, დროთა განმავლობაში ჰერდთან ქორწინება მისი მშობლების ურთიერთობას დაემსგავსა.

„ის სულ კონფლიქტის წამოწყებას ცდილობდა და მე ამ შემთხვევაშიც ისე ვიქცეოდი, როგორც ბავშვობისას - უკან ვიხევდი. ვფიქრობ, მეც იმ მიზეზით ვრჩებოდი მის გვერდით, რა მიზეზითაც მამა რჩებოდა დედასთან. ჩემი პირველი ქორწინება ვანესასთან არ იყო წარმატებული, არ მინდოდა, მეორე ოჯახიც დამენგრია. ყველაფრის გამოსწორებას ვცდილობდი. მახსოვს, როცა მამა წავიდა, დედამ თვითმკვლელობა სცადა, ამასვე მემუქრებოდა ჰერდი, მე კი ზიანის მიყენება არავისთვის მინდოდა“, - განაცხადა მსახიობმა.

johnny-depp-amber-heard-divorce-640x427-1651224793.jpg

როგორც დეპმა აღნიშნა, ურთიერთობის დასაწყისში ჰერდი ძალიან ყურადღებიანი მეუღლე იყო.

„თითქოს ის სხვა ადამიანი გახდა და ყველაფერი შეიცვალა“.

მსახიობმა კომენტარი გააკეთა იმ ჩანაწერზე, სადაც დეპი სამზარეულოს ნივთებსა და ჭურჭელს აზიანებს:

„დიახ, ეს იყო არასახარბიელო პერიოდი და რამდენიმე კარადა დაიმტვრა, თუმცა მის ჰერდისთვის ხელი არ მიხლია. თუ შეშინებული იყო, რატომ მიღებდა? თუ ჩემი ეშინოდა, რატომ არ წავიდა ჩემგან?“

ემ­ბერ ჰერ­დის ად­ვო­კა­ტი ელე­ინ ბრედ­ჰოფ­ტი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ამ­ტკი­ცებ­და, რომ დეპ­მა ყო­ფილ ცოლ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და.

"სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და­მარ­თა ემ­ბერს... ღა­მის პე­რან­გი შე­მო­ა­ხია, ბარ­თან შე­ბო­ჭა... მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და", - თქვა ბრედ­ჰოფტ­მა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე წარდგა ფსიქოლოგი შენონ კარი, რომელმაც ემბერ ჰერდის ფსიქიკურ აშლილობაზე ისაუბრა.

ფსიქოლოგმა შეისწავლა ყველა ის დოკუმენტი, რაც სასამართლოზე წარადგინეს, მან შეისწავლა ჰერდის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვიდეოჩანაწერებიც. დეპის ყოფილ მეუღლეს ისტერიკული პიროვნული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც კერიმ აღნიშნა, ეს დარღვევები ცხოვრების ყველა ასპექტში ვლინდება.