"მოდით, ბაჭიებო, გეტყვით შემდეგ რამეს: თქვენს პოლიტიკას შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი" - კვირის პალიტრა

"მოდით, ბაჭიებო, გეტყვით შემდეგ რამეს: თქვენს პოლიტიკას შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი"

საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო. უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში არანაირად მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა.

„შეწყდა დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა უკრაინა ღირსეული სახელმწიფო, არის თუ არა განვითარებული საზოგადოება. ჩვენ გვითხრეს, რომ მათი სამყაროს ნაწილი ვართ და თქვენთვის ვიბრძვით. ისინი ასევე მზად არიან, დაიცვან მოლდოვაც და დაიცავდნენ საქართველოსაც, საქართველოს ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს. ვიცი, რომ ამას მოჰყვება კომენტარები. რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა, მინისტრებიც გამოვიდნენ. მოდით, ბაჭიებო, გეტყვით შემდეგ რამეს – საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო. უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში არანაირად მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.