"ბრძენი ქალბატონია სალომე ზურაბიშვილი, მისი იმედი მაქვს"
უკრაინის რადას დეპუტატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ლიზა იასკო, ტელეკომპანია "პირველს“ პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩაერთო და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. იასკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იასკომ ასევე ისაუბრა უკრაინის ხელისუფლების მისამართით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ...
ლიზა იასკო:
"სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირი მტკიცეა. უკრაინაში მტკივნეულად აღვიქვამთ ამას, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ სანქციები არ შემოიღო. გამოდის, რომ სიტყვით ვმეგობრობთ, მაგრამ მეგობრები იცნობა გაჭირვებაში. ეს ჩვენთვის მიუღებელია. თუ მათთვის ფინანსური კავშირები რუსეთთან უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ სანქციები გარდაუვალი იქნება.
ეს პროცესები გავლენას ახდენს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ მთელ საქართველოზე. მსოფლიომ გამოიღვიძა და გაიგო ის სიტყვები, რასაც მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ამბობდა. ის ლაპარაკობდა იმ ქვეყნებზე, რომლის ოკუპაციასაც პუტინი აპირებდა. ყველაფერი ისე მოხდა, რასაც მიხეილი ამბობდა... დღეს მიხეილ სააკაშვილი საკითხი განიხილება ყველა მაღალ საერთაშორისო პლატფორმებზე. ის დასკვნა, რომელიც დადო საქართველოს ომბუდსმენმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
მთელ მსოფლიოს ესმის, რომ მიხეილ სააკშვილს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. ის არის პოლიტპატიმარი, ის ერთადერთი და პირველი პრეზიდენტია, რომელიც ციხეში ზის პუტინის გამო, იმიტომ, რომ პუტინს ჰქონდა ამის სურვილი და პარადოქსი ის არის, რომ ეს საქართველოში ხდება. მითუმეტეს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.
ადამიანის უფლების დამცველები, მისი ოჯახი, მე, არაერთხელ მივმართავდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჰუმანურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა პირველ პლანზე ყოფილიყო. გააგრძელეთ კითხვა