"აქედანაც მინდა ვისურვო ჩემი ძმის, მიშას სიცოცხლის გადარჩენა და უსწრაფესად გათავისუფლება!" - რას წერს გია ბარამიძე საავადმყოფოდან?
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე, რომელიც უკრაინიდან ახლახანს დაბრუნდა, სოციალური ქსელის პირად გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა. როგორც ბარამიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, უკრაინიდან სწორედ ამ ოპერაციის გამო წამოვიდა.
"მადლობა ჩემს ექიმებსა და "ავერსის" კლინიკის მთელს სამედიცინო პერსონალს.
ნაღვლის ბუშტი უპრობლემოდ ამოვიჭერი. ნაღველი და ჭირი მოაცილოს ღმერთმა ყველა კარგ ადამიანს და ჩვენს ქვეყანას! აქედანაც მინდა ვისურვო ჩემი ძმის, მიშას სიცოცხლის გადარჩენა და უსწრაფესად გათავისუფლება! უკრაინის გამარჯვება და საქართველოსთან ერთად გამთლიანება, ფეხზე დადგომა და აყვავება!" - წერს ბარამიძე.