"ვიპოვეთ ! დიდება უფალს ! მადლობა ადამიანებო! მიდიოდა ერევანში, მეტროში სამაკატკით ჩავიდა" - თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვეს - კვირის პალიტრა

"ვიპოვეთ ! დიდება უფალს ! მადლობა ადამიანებო! მიდიოდა ერევანში, მეტროში სამაკატკით ჩავიდა" - თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვეს

"ვიპოვეთ ! დიდება უფალს ! მადლობა ადამიანებო! მიდიოდა ერევანში მეტროში სამაკატკით ჩავიდა" - თბილისში დაკარგული ბავშვი იპოვეს. ამსი შესახებ დაკარგული ბავშვის დედამ, მარია მონიავამ "ფეისბუქზე" დაწერა.

თბილისის ცენტრში პატარა ბიჭი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა ავრცელებდა და საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა

"დამეხმარეთ, ვინც არის ახლა პლეხანოვზე, ჩემი შვილი დაიკარგა, სურათიც მიდევს, გავიდა სახლიდან და ვერავინ ვერ ვპოულობთ. ყველა ვინც შემხვდა მეხმარება და გეხვეწებით, ვინც პლეხანოვზე ხართ, იქნებ გამოხვიდეთ და სურათსაც დავდებ, გთხოვთ“, - ამბობდა ბავშვის დედა ვიდეომიმართვაში.