"შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ, ჩვენ არ დავნებდებით" - რას ამბობს წერს ანტონიო გუტერეში კიევში ვიზიტის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ, ჩვენ არ დავნებდებით" - რას ამბობს წერს ანტონიო გუტერეში კიევში ვიზიტის შემდეგ?

შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ. ჩემი გზავნილი მათთვის მარტივია: ჩვენ არ დავნებდებით, - გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევში ვიზიტის შემდეგ „ტვიტერის" გვერდზე წერს.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ ამ ომში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ომში, მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე მაღალ ფასს იხდის.

„შემძრა უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და სიმამაცემ. ჩემი გზავნილი მათთვის მარტივია: ჩვენ არ დავნებდებით. გაერო სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად ძალისხმევას გააორმაგებს. ამ ომში, როგორც ყველა ომში, მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის ყველაზე მაღალ ფასს იხდის", - წერს გუტერეში.