"განათლება ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტში მიიღო, დარჩა ცოლი და რვა წლის ბიჭუნა იარიკი" - რა ხდება ცნობილი "კიევის აჩრდილზე", რომელიც ბრძოლაში დაიღუპა - კვირის პალიტრა

"განათლება ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტში მიიღო, დარჩა ცოლი და რვა წლის ბიჭუნა იარიკი" - რა ხდება ცნობილი "კიევის აჩრდილზე", რომელიც ბრძოლაში დაიღუპა

იდუმალი უკრაინელი გამანადგურებელი მფრინავი, რომელსაც "კიევის აჩრდილი" უწოდეს, ათობით რუსული თვითმფრინავი ჩამოგდების შემდეგ, ბრძოლაში გასულ თვეს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტაიმსი ავრცელებს

გამოცემის თანახმად, დღეს პირველად ცნობილი გახდა იმ პილოტის ვინაობაც, ვინც “კიევის აჩრდილის” მეტსახელის უკან იდგა. საუბარია 29 წლის მაიორ სტეფან ტარაბალკაზე, რომელიც ერთი შვილის მამაა. ტაიმსის ცნობით, მისი MIG-29 13 მარტს ჩამოაგდეს, თუმცა მანამდე უკრაინული მხარის თანახმად, მან ათეულობით რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო, აქედან ექვსის – ომის პირველ დღეს.

დღემდე პილოტის ვინაობას უკრაინული არმია საიდუმლოდ ტოვებდა, რაც ტაიმსის ცნობით აძლიერებდა განცდას, რომ “კიევის აჩრდილი” მითი იყო, რომელიც უკრაინულმა მხარემ ჯარში განწყობის გასაძლიერებლად მოიგონა.

როგორც გამოცემა თაიმსი იუწყება, ტარაბალკა დასავლეთ უკარაინაში, პატარა სოფელ კოროლივკაში, მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა და განათლება ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტში მიიღო. ადგილობრივი ინფორმაციით, ის 13 მარტს რუსებთან საჰაერო ბრძოლაში დაიღუპა. მას ჰყავდა ცოლი ცოლი ოლენია და რვა წლის ვაჟი იარიკი.

წყარო