"მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა. ყველა მე მაკრიტიკებთ: სამაგიეროდ, წესრიგია ამ დიქტატურის დროს" - კვირის პალიტრა

"მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა. ყველა მე მაკრიტიკებთ: სამაგიეროდ, წესრიგია ამ დიქტატურის დროს"

მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრელუკაშენკომ ერთ-ერთი რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას, დიქტატურასა და დემოკრატიას შორის უპირატესობაზე საუბრისას განაცხადა.

"აი, მთელი დემოკრატია! მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან დიქტატურაა. თქვენ ყველა მე მაკრიტიკებთ: დიქტატურა, დიქტატურა. სამაგიეროდ, წესრიგია ამ დიქტატურის დროს. დიქტატურა რომ არ ყოფილიყო, შიშვლები ივლიდით“, - განაცხადა ლუკაშენკომ ერთ-ერთი რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრისას.

"ინტერპრესნიუსი"