"საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს - თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს - თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სამშობლო უპირველესია.

„საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს - 30 აპრილს! მადლობას გიხდით თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ემსახურებით ქვეყანას, იცავთ მშვიდობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას! თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი.

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაეცნენ! ვინც ამაყად ატარა ქართული დროშა!“- წერს თალაკვაძე „ფეისბუქში“.