"გიორგის მამა პოლკოვნიკი იყო, საჯარო ლექციებს უფასოდ კითხულობდა... მომხდარი დანაშაული ყველასთვის მოულოდნელი იყო" - რას ჰყვება შვილის მიერ მოკლული ლექტორის მეგობარი? - კვირის პალიტრა

"გიორგის მამა პოლკოვნიკი იყო, საჯარო ლექციებს უფასოდ კითხულობდა... მომხდარი დანაშაული ყველასთვის მოულოდნელი იყო" - რას ჰყვება შვილის მიერ მოკლული ლექტორის მეგობარი?

მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილს, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ჯე­მალ კო­პა­ლი­ან­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ე­თან­ხმა.

პრო­კუ­რორ გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის ხა­სი­ათს ატა­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს, რის გა­მოც მის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო. ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზეც ისა­უბ­რა.

რო­გორც ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, და­კა­ვე­ბულ­მა 2019 წელს მა­მის უკი­თხა­ვად სახ­ლი­დან 21 000 დო­ლა­რი წა­ი­ღო, რისი ნა­წი­ლიც მან ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში და­ხარ­ჯა, მამა კი აღი­ნიშ­ნუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას თხოვ­და, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მშობ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და.

მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, სა­ლო­მე ჯა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი პა­ტიმ­რო­ბას ეთან­ხმე­ბი­ან. ად­ვო­კატ­მა ასე­ვე გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა ბრალ­დე­ბულ­მა დე­დის მკვლე­ლო­ბა. რო­გორც ჯა­ნუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დე­დის მკვლე­ლო­ბა მა­მის მი­მართ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის - მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გა­მოწ­ვე­ულ­მა მძი­მე ემო­ცი­ურ­მა ფონ­მა გა­მო­იწ­ვია.

გარ­დაც­ვლი­ლი ზაზა ბე­რო­ზაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს:

- ზაზა გა­ე­როს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის ოფი­სის უფ­რო­სი იუ­რი­დი­უ­ლი მრჩე­ვე­ლი, სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი და ასე­ვე პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი გახ­ლდათ. ის ნარ­კოთ­რე­ფი­კის სა­კი­თხებ­ზე უცხო­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. ზაზა სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს უფა­სოდ კი­თხუ­ლობ­და პო­ლი­ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჯგუ­ფებ­თან მუ­შა­ობ­და და სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ მი­სით. იგი მარ­თლაც უმაღ­ლე­სი დო­ნის ექ­სპერ­ტი იყო, ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის სა­კი­თხებ­ში, ძა­ლო­ვან უწყე­ბებს - პრო­კუ­რა­ტუ­რას, პო­ლი­ცი­ას, იუს­ტი­ცი­ას უტა­რებ­და ტრე­ნინ­გებს უზ­ბე­კეთ­ში, ტა­ჯი­კეთ­ში, ასე­ვე ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. (გაგრძელება)