"მოხარული ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება" - კვირის პალიტრა

"მოხარული ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება"

მოხარულები ვართ, პრემიერის განცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება მოხდება“ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეგნანი განმარტავს, სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ამას კარგად ვხედავთ იმ მოლაპარაკებიდან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი. რუსეთის მხარე ყოველთვის აყენებს საკითხს სანქციების მოხსნის თაობაზე. მოხარულები ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის არ სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში თავდასხმებია ერთმანეთის მიმართ, იძახიან: "მოღალატე", პრორუსული პარტია" "ომის პარტია" და ასე შემდეგ. ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს, საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს - "ძალა ერთობაშია",- აღნიშნავს დეგნანი.