"ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ"

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "ყურადღებითა და სერიოზულობით" მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ყოველთვის მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილისთვის შესაბამისი, სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ.

„ვიცი, რომ იზრდება შეშფოთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ მისთვის შესაბამისი, სათანადო სამედიცინო მკურნალობა გაეწიათ, რადგანაც ეს გახლავთ ადამიანის ძირითადი უფლება. პენიტენციურმა სამსახურმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მათ აღნიშნეს, რომ ისინი უწევენ სამედიცინო დახმარებას, ამბობენ იმასაც, რომ ზოგიერთ მათგანზე თავად სააკაშვილი ამბობს უარს. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ყურადღებითა და სერიოზულობით მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით",-აღნიშნა კელი დეგნანმა.