თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების კვეთაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მოტოციკლის მძღოლი და მანქანაში მყოფი ერთი პირი.

ორივე მათგანი ამ დროისთვის კლინკაშია გადაყვანილი.