"რუსეთის საყოველთაო მობილიზაცია ეროვნული სტარტაპია: "გადაიხადე ან მოკვდები“ - კვირის პალიტრა

"რუსეთის საყოველთაო მობილიზაცია ეროვნული სტარტაპია: "გადაიხადე ან მოკვდები“

რუსეთის საყოველთაო მობილიზაცია ეროვნული სტარტაპია - „გადაიხადე ან მოკვდები“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შესაძლებობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბევრი ადამიანი ცდილობს გაიაზროს საყოველთაო გაწვევის შესაძლებლობა სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკის გათვალისწინებით. თუმცა, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რუსეთის სახელმწიფო მანქანა პირველ რიგში ხელმძღვანელობს კორუფციული ლოგიკით.

„რუსეთის საყოველთაო მობილიზაცია ეროვნული სტარტაპია, ღარიბი მოსახლეობიდან უკანასკნელი დანაზოგის ამოღების შესაძლებლობა. „გადაიხადე ან მოკვდები“- ძალოვანი უწყების წარმომადგენლები წვევამდელებს ჯარიდან გაათავისუფლებენ და პოლიციის ხელმძღვანელობა კი თავის პროცენტს დაითვლის. ობობები ქილაში ემზადებიან ერთმანეთის შესაჭმელად“,- განაცხადა პოდოლიაკმა.