ოდესაში აფეთქების ხმა ისმის - კვირის პალიტრა

ოდესაში აფეთქების ხმა ისმის

უკრაინის ქალაქ ოდესაში აფეთქებებია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქების ხმა ქალაქ ოდესაში ადგილობრივი დროით 18:00 საათის შემდეგ გაისმა. როგორც ერთმა თვითმხელველმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, მან სულ მცირე ერთი საბრძოლო თვითმფრინავი დაინახა ქალაქის თავზე. სამხედრო ოპერატიული სარდლობის (სამხრეთი) ცნობით, ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაზიანებულია.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების ხმა საჰაერო განგაშის ამოქმედებიდან მალევე გაისმა.