“ბორჯომიც” ჩამოართვან იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს, ვინმე წესიერს მიყიდონ - ფული კი უკრაინას და საქართველოს მოახმარონ" - კვირის პალიტრა

“ბორჯომიც” ჩამოართვან იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს, ვინმე წესიერს მიყიდონ - ფული კი უკრაინას და საქართველოს მოახმარონ"

“ბორჯომიც” ჩამოართვან იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს, ვინმე წესიერს მიყიდონ. ფული კი უკრაინას და საქართველოს მოახმარონ”, - ამის შესახებ „რეპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას მინერალურ წყალ “ბორჯომთან” დაკავშირებით.

“ბორჯომიც” ჩამოართვან იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს, ვინმე წესიერს მიყიდონ. ფული კი უკრაინას და საქართველოს მოახმარონ. ჩამოართვან...კი არ იყიდონ დამნაშავე პუტინის ოლიგარქისგან. აბა, ვნახოთ, რით გაგვახარებს მოურავი. პატრონის მორიგი "ქველმოქმედებით" ხომ არა?

შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ბიძინამ არაფორმალური წილი იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს დაუტოვოს? " ქართული ბრენდი " „ბორჯომი“ თან ხელში ჩაიგდოს, თან ქართველებს დაგვამადლოს, რომ გადაარჩინა, დასავლეთს უპატაკოს, რომ სანქცირებულ ოლიგარქს მკაცრად მოექცა და დასავლური ხაზი გაატარა, თანაც არაფორმალურად და დამალულად იმ ოლიგარქს ფულიც გადაუხადოს, რასაც პუტინსაც მოახსენებენ ან არც მოახსენებენ...იქნებ, მართლა აგებს ომს დასავლეთთან უკრაინაში. ამერიკული 33 მილიარდი და „ლენდ ლიზი“ ბიძინასაც კი "გაუნათებს" გონებას”, - წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან ინფორმაციის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.