"ანჯელინა ჯოლის დანახვაზე გული მერევა" - თინა კანდელაკი ჰოლივუდის მსახიობის უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ანჯელინა ჯოლის დანახვაზე გული მერევა" - თინა კანდელაკი ჰოლივუდის მსახიობის უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება

რუ­სე­თის ტე­ლე­სა­ხე თინა კან­დე­ლა­კი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტს ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ამის გამო მსა­ხი­ობ­ზე "გული ერე­ვა".

პოსტს კან­დე­ლა­კი "ტე­ლეგ­რამ­ში" ავ­რცე­ლებს.

"პირ­ვე­ლად არის, რომ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის და­ნახ­ვა­ზე გული მე­რე­ვა" - და­წე­რა კან­დე­ლაკ­მა, რა­საც მე­ო­რე პოს­ტი მო­ა­ყო­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ და­სავ­ლე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, რუ­სე­თი მონ­სტრად წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

ის ასე­ვე აკ­რი­ტი­კებს შონ პენს, უკ­რა­ი­ნელ­თა მხარ­და­ჭე­რის გამო. ცნო­ბის­თვის, შონ პენი უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას ომის და­წყე­ბის დღი­დან ცდი­ლობს და ჩარ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში

"გულ­წრფე­ლად არ მეს­მის, რა­ტომ არ მო­ვიდ­ნენ ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ან შონ პენი DPR-ში ან LPR-ში? რა­ტომ არ აღელ­ვებ­დათ არც ერთ და­სავ­ლელ ხე­ლო­ვანს ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი? რა­ტომ ცდი­ლო­ბენ ისი­ნი ასე გულ­მოდ­გი­ნედ, რომ რუ­სე­თი გლო­ბა­ლურ ბო­რო­ტე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნონ და რა­ტომ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ყვე­ლა, ვინც რუ­სე­თის მომ­ხრეა, არის ან­ტიჰუ­მა­ნის­ტი და უბ­რა­ლოდ მონ­სტრი?" - წერს კან­დე­ლა­კი.

ცნო­ბის­თვის, მსა­ხი­ო­ბი ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი უკ­რა­ი­ნა­ში დღეს ჩა­ვი­და. იუ­ნი­სე­ფის კე­თი­ლი ნე­ბის ელჩმა ქა­ლაქ ლვო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კრა­მა­ტორსკის და­ბომბვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ლვო­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაქ­სიმ კო­ზიც­კი "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.

"ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ეწ­ვია კრა­მა­ტორსკის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ ბავ­შვებს. მას­ში მძაფ­რი გრძნო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ეს ბავ­შვე­ბის მო­ნა­თხრობ­მა",- გა­ნა­ცხა­და კო­ზიც­კიმ.

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ასე­ვე მი­ვი­და სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში, ესა­უბ­რა აღ­საზ­რდე­ლებს და მათ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო.