თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში პრობლემები შეიქმნა - კვირის პალიტრა

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში პრობლემები შეიქმნა

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში პრობლემები შეიქმნა. კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი წყლითაა დაფარული და მანქანებს გადაადგილება უჭირთ. დატბორილია გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაც. მოძრაობა შეფერხებულია ასევე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.

გარდა ამისა, თბილისის სხვადასხვა უბანში სარდაფებში წყალი ჩავიდა.