"ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი" - რა ქონებას ფლობს მინისტრი თეა ახვლედიანი?
გიორგი გახარია თეა ახვლედიანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ჯერ კიდევ პრემიერობის დროს 2020 წელს წარადგინა. ახვლედიანი მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა შთამბეჭდავი ბიოგრაფიით.
2014 წლიდან ქალი ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.
თეა ახვლედიანის კარიერული გზა 1997 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს საგარეო უწყებაში დაიწყო მუშაობა. ახვლედიანი ორჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტს (2004 წელს და 2008-2014 წლებში); ხოლო 2004-2008 წლებში იკავებდა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩევლის თანამდებობას.
თეა ახვლედიანი, მუშაობდა ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიზნით, სავიზო დიალოგის წარმოებაზე; ასევე, აღმასრულებელი მდივნის სტატუსით ახორციელებდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესს.
თეა ახვლედიანი პროფესიით დიპლომატი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგით. ქალმა განათლება საერთაშორისო პოლიტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამაზე ბრიუსელში (Summum cum Laude) - (European Centre for International and Strategic Research (CERIS), Master of Arts in International Politics მიიღო. მანამდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით სწავლობდა.
მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2022 წლის იანვარში შეავსო ძალიან მწირია. დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ თეა ახვლედიანმა 2016 წელს თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე 60 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი 40 ათას დოლარად შეიძინა.
დეკლარაციის შევსების დროს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე მინისტრს 11,43 ლარი ჰქონდა. გასულ წელს კი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ხელფასის სახით 60 000 ლარი მიიღო.
ახვლედიანის მამამთილი შუქრი ნემსაძე სოხუმში ცნობილი პიროვნება იყო. არჩილ ახვლედიანი ნემსაძე 1992 წელს თბილისში დაიბადა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს და მას შემდეგ მინისტრს ოჯახი აღარ შეუქმნია. იხილეთ სრულად