"უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ" - რა განაცხადა ნენსი პელოსმა უკრაინაში ვიზიტის დროს? - კვირის პალიტრა

"უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ" - რა განაცხადა ნენსი პელოსმა უკრაინაში ვიზიტის დროს?

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა დიდი პატივია.მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა იყო, რაც ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარება.

„ვოლოდიმირ ზელენსკის მე გადავეცი შეერთებული შტატების კონგრესის საერთო გაზავნილი, მისი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის დადებითი გზავნილი და უკრაინელი ხალხის გამბედაობით გამოწვეული აღფრთოვანება. მე უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ მას“,- განაცხადა ნენსი პელოსმა.

"ინტერპრესნიუსი"