"მთავარი სირთულე იყო ის, რომ ფილმში ინდურად ვსაუბრობ... როლებზე ჩემი გოგონების გადაღებული ვიდეოებით დამამტკიცეს“
თაკო ტაბატაძეს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ქართველი მსახიობი ბოლო წლებში რამდენიმე უცხოურ ფილმში გადაიღეს. ამბობს, რომ ყველაზე რთული ინდურად და ირანულად საუბარი აღმოჩნდა. როლები დრამატულია და გადაღებები სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა. წარმატება უკვე მოვიდა, ინდოელი მაყურებელი მის მიერ განსახიერებულ მარტოხელა დედას ოვაციებით შეხვდა...
- თაკო, როგორ ხარ, როგორ არიან შენი გოგონები?
- მადლობა, კარგად. აქტიური და საინტერესო გაზაფხული გვაქვს. ჩემი უმცროსი გოგონა პირველად მივიყვანეთ ბაღში და ახლა შეგუების ეტაპზე ვართ. ძალიან მოსწონს იქაურობა, მაგრამ მაინც უნდა, რომ ახლოს ვყავდეთ, ამიტომ ამ ეტაპზე ერთად დავდივართ ბაღში, უფროსები დადიან ხატვაზე, ტანვარჯიშზე, მუსიკაზე, სკოლაშიც საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვთ. ასე რომ, ველოდებით ზაფხულის არდადეგებს.
- ახალ პროექტზე ვისაუბროთ, ინდურ ფილმში გადაგიღეს როგორც ფოტოებიდან მივხვდი. როგორ მოხვდი, შენი როლის შესახებ მოგვიყევი...
- საკმაოდ დიდი კასტინგი ჩატარდა. ჩემი პერსონაჟი არის ქალი, დედა, ჩრდილოეთ ინდოეთიდან, რომელიც ადგილობრივ ბაზარში მუშაობს და ზრდის თავის პატარა გოგონას.
- სად მიმდინარეობდა გადაღებები, პროექტზე დაწვრილებით რომ მოგვიყვე, როდის გამოვა ეკრანზე ფილმი....
- გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათ შორის, საქართველოშიც. ინდურ კინოთეატრებში უკვე შედგა ამ ფილმის პრემიერა უდიდესი წარმატებით. ფილმში თამაშობს ძალიან ცნობილი ინდოელი მსახიობი, ვიჯეი, რომლის ეკრანებზე გამოჩენას ყოველთვის გამორჩეული ინტერესით ელოდება ინდოელი მაყურებელი.
- რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად გადაღებების პროცესიდან, მარტივი როლი არ ჩანს...
- მთავარი სირთულე იყო ის, რომ ფილმში ინდურად ვსაუბრობ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ტექსტი უმოკლეს დროში უნდა მომემზადებინა ინტონაციური სიზუსტით. საკმაოდ დრამატული ფინალური სცენა მქონდა, რომელიც სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით, ისედაც დიდ რესურსს მოითხოვდა. მიხარია, რომ ჩემმა სცენებმა ინდოელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
- თაკო, რამდენიმე თვის წინ ფეხზე ოპერაციაც გაიკეთე, ახლა როგორ ხარ, როგორ ჩაიარა რეაბილიტაციის პროცესმა.
- საკმაოდ რთული იყო რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ახლაც გრძელდება. დღეში 2-3 საათი მუდმივად საჭიროა ვარჯიში სანამ ბოლომდე აღდგება კუნთების ტონუსი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ყოველთვის. იხილეთ სრულად