"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო" - კვირის პალიტრა

"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო"

მარიუპოლში, ,,აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დაწყების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ,,ტვიტერის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს.ზელენსკის თქმით, 100-მდე მშვიდობიანი მოსახლეობისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ახლა უსაფრთხო ადგილისკენ მიემართება.

,,აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე კაცისგან შემდგარი პირველი ჯგუფი, კონტროლირებადი ტერიტორიისკენ უკვე მიემართება, ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი, გაეროსთან ერთად, ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე მუშაობენ", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, მარიუპოლში ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. აღნიშნულს გაერო და ,,წითელი ჯვრის" კომიტეტი ადასტურებს.

IPN