"ჩანაწერი აჩვენებს, თუ რამდენადაა ივანიშვილი ჩართული კრემლის რეჟიმის ოპერაციებში" - ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესდეს - კვირის პალიტრა

"ჩანაწერი აჩვენებს, თუ რამდენადაა ივანიშვილი ჩართული კრემლის რეჟიმის ოპერაციებში" - ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესდეს

"ერთი ოლი­გარ­ქის მსგავ­სი გავ­ლე­ნა ქვე­ყა­ნა­ზე, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, ჩემ­თვის უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი გა­სა­გე­ბია. ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ცოდ­ნა აჩ­ვე­ნებს, რომ ეს გავ­ლე­ნა უკი­დუ­რე­სად სა­ზი­ა­ნოა." - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ანა ფო­ტი­გამ ბი­ძი­ნა ივა­ნილ­შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფორ­მუ­ლას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა.

ფო­ტი­გას თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თაც უნდა და­წეს­დეს, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი გან­მარ­ტავს, "ივა­ნიშ­ვი­ლი ჩარ­თუ­ლია კრემ­ლის რე­ჟი­მის ოპე­რა­ცი­ებ­ში". ფო­ტი­გა აღ­ნიშ­ნავს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და პუ­ტი­ნის რე­ჟიმს შო­რის არ­სე­ბულ ახლო კავ­ში­რებს ადას­ტუ­რებს ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც 25 აპ­რილს, youtube-ზე გავ­რცელ­და.

"რა თქმა უნდა, ვი­ცით ასე­თი გავ­ლე­ნე­ბის და მათი ეფექ­ტის მა­გა­ლი­თე­ბი. მოლ­დო­ვის შემ­თხვე­ვის აღ­მო­ფხვრის შემ­დეგ ვნა­ხეთ, რომ პლა­ხოტ­ნი­უ­კის როლი და პო­ზი­ცია მსგავ­სი იყო და ძა­ლი­ან აუ­ა­რე­სებ­და ქვეყ­ნის ფუნ­ქცი­ას და პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას. მო­ნო­პო­ლი­უ­რი ოლი­გარ­ქი­ის აღ­მო­ფხვრა იყო სა­ფუძ­ვე­ლი პლუ­რა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, იგი­ვე პრობ­ლე­მა უნდა გა­და­წყდეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

მე წარ­ვად­გი­ნე თხოვ­ნა ვი­ცეპ­რე­ზი­დენტ ჯო­ზეფ ბო­რე­ლის მი­მართ, რაც მი­უ­თი­თებს მსგავს პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე, რა­ზეც მსგავ­სად ფიქ­რობს უკ­რა­ი­ნუ­ლი ელი­ტის ნა­წი­ლიც, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თაც უნდა და­წეს­დეს და ეს ჩა­ნა­წე­რი მარ­ტი­ვად ამ­ხელს ამ პრობ­ლე­მებს და მი­უ­თი­თებს ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რებ­ზე პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩემს სრულ სუ­რათს წარ­მო­ა­ჩენს ივა­ნიშ­ვი­ლის რო­ლის შე­სა­ხებ, მე არ ვა­კე­თებ აქ­ცენტს მხო­ლოდ ამ ერთ შემ­თხვე­ვა­ზე. ვფიქ­რობ, რომ ამ ქე­ი­სის გარ­და შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რია, თუმ­ცა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კი, ეს შემ­თხვე­ვა ზუს­ტად აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნა­დაა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩარ­თუ­ლი კრემ­ლის რე­ჟი­მის ოპე­რა­ცი­ებ­ში."

ცნო­ბის­თვის, 25 აპ­რილს, youtube-ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც დად­გე­ნი­ლი არ არის, თით­ქოს­და ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და რუსი ოლი­გარ­ქი ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვი სა­უბ­რო­ბენ. ეს ის მი­ლი­არ­დე­რია, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ კი­დევ ერთ ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ივა­ნიშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავ­და. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არც ამ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბაა დად­გე­ნი­ლი.

25 აპ­რილს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის თა­ო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ ევ­რო­კავ­შირ­სა და აშშ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ambebi.ge