უკრაინული მხარის ინფორმაციით, დღეს 57 რუსი ოკუპანტი მოკლეს - კვირის პალიტრა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დღეს 57 რუსი ოკუპანტი მოკლეს

უკრაინის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა დღეს, 57 რუსი დამპყრობელი მოკლეს და 20 ერთეულზე მეტი მტრის ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1-ელ მაისს ქვეყნის აღმოსავლეთით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების 5 თავდასხმა მოიგერია.

ბრძოლის შედეგად, 57 რუსი ჯარისკაცის მოკლული, ხოლო განადგურდა 1 ტანკი, 5 საბრძოლო მანქანა, 5 ჯავშანტრანსპორტიორი, 6 საარტილერო სისტემა, 4 უპილოტო საფრენი აპარატი და ა.შ.

შეგახსენებთ, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში შეჭრის შემდეგ არის 23 500 ჯარისკაცი, თითქმის 200 თვითმფრინავი, 1026 ტანკი და ა.შ.

IPN